26 აპრილი 2024,   06:35
ვრცლად
ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს - ამის შესახებ აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა

ჩვენ უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოსაწვევი ნატოში დაუყოვნებლივი გაწევრიანების შესახებ, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი "ეუობზერვერ" -ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

მთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების და იქ რუსეთის როლის გაძლიერების კონტექსტში, დასავლეთის სამხედრო ალიანსის ყოფილი მაღალჩინოსანი აუცილებლად მიიჩნევს ასევე "ნატოს ყოფნის გაძლიერებას საქართველოში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის ჩათვლით".

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა მანამდეც განაცხადა, რომ ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს. სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის სამხედრო პოზიციების გაძლიერება, ჰოჯესის თქმით, შეაგნებინებს რუსეთს, რომ ეს რეგიონი მათთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს.

დღის ამბები