16 იანვარი 2021,   01:42
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა შესაძლოა გადაიდოს - ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დღეს არის ჩანიშნული. 8 სრულწლოვანის საქმეზე მოწმეები უნდა გამოიკითხონ, თუმცა ადვოკატებმა მოსამართლეს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართეს.

უფლებადამცველების თქმით, ერთ-ერთ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. 8 სრულწლოვანს გამოძიება ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, სხეულის დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

დღის ამბები