27 აპრილი 2024,   00:39
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია განახლდა. მთავრობის სახლთან შეკრებილთა განცხადებით, პროტესტი 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს და ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლას ითხოვს.

აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" და ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

მათ დიდ ეკრანზე გაუშვეს სასამართლო პროცესი, რომელიც ორგანიზაციის 5 წევრის საქმეს ეხება, რომლებიც 2 დღის წინ ბათუმის ოლქთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დღის ამბები