19 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების დღიური პიკი ქვეყანაში 29 ნოემბერს იქნება - როგორია სპეციალისტების პროგნოზი

გუშინდელთან შედარებით დღეს თბილისში კორონავირუსის 653-ით ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, დედაქალაქი კვლავ ინარჩუნებს პირველ ადგილს, რომელსაც 576 შემთხვევით აჭარის რეგიონი მოჰყვება. ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში ვირუსს 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად გაცილებით მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე ამას ტესტები ადასტურებს. ამირან გამყრელიძე ამას იმით ხსნის, რომ უსიმპტომო ან მსუბუქ პაციენტებს ვირუსი შეუმჩნევლად გადააქვთ და მათი დიაგნოსტირება არ ხდება. 

კორონავირუსის პიკთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორები სექტემბრიდან დღემდე პერიოდზე დაკვირვებით პროგნოზს აკეთებენ. ანალიტიკოსები 90%-იანი ნდობის ინტერვალით ამბობენ, რომ დღიური პიკი ქვეყანაში 29 ნოემბერს იქნება, ამავე დღეს აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი - თითქმის 38 ათასი.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 18 526-ია, მათგან მძიმე პაციენტია 932, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 413 პირი იმყოფება.

დღის ამბები