19 აპრილი 2024,   13:39
ვრცლად
ლევან ზურაბაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

ლევან ზურაბაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის უფლებადამცველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს.

ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში შეიჭრა და 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. მოთხოვნები სოციალური ხასიათის იყო - აიკრძალოს სათამაშო ბიზნესი, დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და გაიაფდეს მედიკამენტები. დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა,

ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა გუშინ შეეფარდა. მას ბრალი მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე აქვს წარდგენილი.  დანაშაული, რომლის ჩადენასაც ლევან ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

დღის ამბები