16 იანვარი 2021,   01:42
ვრცლად
წყალტუბოში ნანგრევებში მოყოლილი მუშა მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს

მაშველებმა წყალტუბოში ადამიანი ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს, რომელიც საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს მიწისა და ქვების მასაში მოყვა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშა მიწისა და ქვების მასაში მოყვა და მაშველების დახმარება სჭირდებოდა.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცი მიწის მასიდან ამოიყვანეს"- ნათქვამია საგანგებო სიტუაციის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ნანგრევებიდან ამოყვანილი მუშა ადგილზე შეამოწმა, მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. 

დღის ამბები