26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ახალციხეში კორონავირუსით მამა-შვილი გარდაიცვალა - ისინი კლინიკაში უადგილობის გამო ბინაზე მკურნალობდნენ

ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში ბინაზე მკურნალობის დროს კოვიდინფიცირებული მამა-შვილი გარდაიცვალა. როგორც ექიმი და ოჯახის ახლობლები ამბობენ, მათ ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდათ. 

"მამა-შვილი ავად იყვნენ, გავსინჯე და სასწრაფო დახმარება გამოვიძახე და ახალციხის კლინიკაში გავაგზავნე, რადგან მეც ავად ვარ და საკმაო რაოდენობის ავადმყოფები მყავს ადგილზე. სასწრაფო დახმარების ბრიგადა სახლში არ შევიდა, ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ პაციენტი კლინიკაში თავად უნდა მისულიყო. მოხუცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში თანასოფლელებმა წაიყვანეს, იქ ექთნებს უთქვამთ, რომ ადგილები არ ჰქონდათ, ამის შემდეგ უკან გამობრუნდა და მეორე დღეს, დილის 6 საათზე გარდაიცვალა,"- უთხრა "კურიერს" ექიმმა ვაჰან ვაჰანიანმა

სპეციალური პროტოკოლით მიმდინარეობს მკურნალობა საქართველოს სხვა რეგიონებში. იმერეთში საწოლფონდი ჯერ კიდევ არის, თუმცა ექიმების თქმით, ზოგიერთ კლინიკას არ შეუძლია პაციენტების მიღება. 

პრობლემაზე საუბრობენ მოქალაქეები ფოთში, ისინი უკმაყოფილებას პირველადი ჯანდაცვის სისტემის და ტესტირების მიმართ გამოხატავენ. მოქალაქეების თქმით, ტესტის რიგში რამდენიმე საათი უწევთ ყოფნა. 

დღის ამბები