23 აპრილი 2024,   16:20
ვრცლად
კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობამ აშშ-ში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო შეზღუდვებს აწესებს ხორვატია. ქვეყანაში კაფე-ბარები და რესტორნები დაიხურება. ასევე აიკრძალება ქორწილების გამართვა.

კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ამერიკის შეერთებულ შტატებში. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის მიწოდება მომდევნო კვირას დაიწყება და პირველ რიგში ის მოხუცებსა და სამედიცინო პერსონალს დაურიგდება.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანია ასტრაზენეკამ შესაძლოა ვაქცინის ახალი ცდები დაიწყოს.

ინფიცირების შემთხვევები მცირდება საფრანგეთში, სადაც საყოველთაო კარანტინი ოთხი კვირის წინ გამოცხადდა.

დღის ამბები