26 აპრილი 2024,   23:12
ვრცლად
ბექა ბასილაია სასამართლოს სახელისუფლებო პროპაგანდაში ადანაშაულებს - საქმე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულებს ეხებათ

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები, აკაკი კობალაძის და აკაკი ხუსკივაძის უფლებადამცველები დღეს გამოეხმაურნენ საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც საქმეზე ისეთი შინაარსის წერილია გავრცელებული, რომლითაც ბრალდებულების დაკავება თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეს პირდაპირ უკავშირდება. ადვოკატები ამ გარემოებას აფასებენ, როგორც სახელისუფლებო პროპაგანდა

"ამგვარი შეცდომაში შემყვანი სათაური და ტექსტი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მცდელობა ხელისუფლებისა და პროკურატურისა, რომ დაკავებულები დაუკავშირონ რამენაირად თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალებას,"- აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

"ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებს სასამართლოს ჩართულობას სახელისუფლებო პროპაგანდაში. სასამართლო არა მხოლოდ გამოიყენება იარაღად, უდანაშაულო პირთა თავისუფლების აღკვეთის მიზნით, არამედ სასამართლო ჩართულია პოლიტიკურ პროცესში პირდაპირ. სასამართლოს მოვუწოდებ, ამ სამარცხვინო წუმპე ხაზს არ გაყვნენ,"- აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

დღის ამბები