ბათუმში ამ წუთებში ოპოზიციის აქცია იწყება. პარტიები აჭარის მთავრობის სახლთან იკრიბებიან, იქ, სადაც 8 ნოემბრის შემდეგ, კარვებია გაშლილი.
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები გამოდიან. აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე შესვლის წინ თერმოსკრინინგი გაიარეს და მათ ორგანიზატორებმა პირბადეები გადასცეს.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, დღევანდელ აქციაზე ახალ ინიციატივას გააჟღერებენ, ისინი აპირებენ სახალხო მერია დააფუძნონ, რომელიც მათივე თქმით, მოქალაქეებს სოციალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.