19 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში დაკითხვების სერია გრძელდება - დღეს გაირკვევა, რა მოტივით ჩავიდნენ თბილისიდან მცხეთაში ახალგაზრდები

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ანა გაბეჩავას წვეულების დიჯეის კოკო ღიბრაძეს კითხავენ. საქმის ერთ-ერთი დაზარალებული გაიხსენებს, რის შემდეგ დაბრუნდა თბილისიდან მცხეთაში და ვისთან ერთად იმყოფებოდა ის.

ღიბრაძემ ასევე უნდა აღიდგინოს, რა ვითარებაში დახვდნენ მეგობრებს ნაცემი გიორგი ქათამაძე და ვახო ახვლედიანი.

ის ამ ეპიზოდის ოქროს მოწმედ არ ითვლება და არ არის მომხდარის პირდაპირი თვითმხილველი, მაგრამ მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ მეგობრების ზარის საფუძველზე საბურთალოდან სამი ავტომობილით პირები მცხეთაში დაბრუნდნენ, იპოვეს ახვლედიანი და ქათამაძე და გარკვეული დროის განმავლობაში დაკარგულ შაქარაშვილს ეძებდნენ.

იმ ღამეს მცხეთაში საბურთალოდან 3 ავტომობილი ჩავიდა. ავტომობილებს გიორგი ციცხვიძე, კახა სანოძე და ირაკლი დაფქიაშვილი მართავდნენ. "ტოიოტა პრიუსით" სანოძემ და მისმა თანხლებმა პირმა ახვლედიანისა და ქათამაძის წამოყვანა შეძლეს. 

"ლექსუსით" გადაადგილდებოდნენ გიორგი ციცხვაძე და კიდევ ერთი პირი. ასევე მცხეთაში ჩავიდა "ჰუნდაის" მარკის ავტომობილი, რომელსაც დაფქიაშვილი მართავდა, ის მეგობართან, ასევე კოკო ღიბრაძესთან და წვეულების კიდევ ერთ სტუმარ გუგა მაჭავარიანთან ერთად იმყოფებოდა.

სამივე მძღოლი ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში იმყოფება და ისინი მხარეებს დღეს მოუყვებიან, რა მოტივით ჩავიდნენ თბილისიდან მცხეთაში. 

18 ივნისის ღამეს თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ჯამში 8 ავტომობილი ჩავიდა. "მერსედესისა" და "ტიოტა ქამრის" ავტომობილის ყველა მგზავრი დაკავებულია.

1 ავტომობილი (ნახალოვკელების) უკან მიბრუნდა, ორმა კონფლიქტის ადგილს ვერ მიაგნო და 3 საბურთალოელებს ეკუთვნოდა, რომლებმაც მეგობრები გადაარჩინეს, შემდეგ კი გიორგი შაქარაშვილის ძებნა დაიწყეს.

დღის ამბები