19 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
COVID - 19-ით გარდაცვლილი 19 წლის გოგონა საავადმყოფოში მაშინ მოხვდა, როდესაც მისი მდგომარეობა დამძიმდა -  საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის

COVID - 19-მა 19 წლის გოგონა შეიწირა. რატომ გარდაიცვალა ახალგაზრდა, რომელსაც კორონავირუსი გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაუდგინდა?! - 5 დღე სახლში, სახლიდან კიდევ ორი დღე კოვიდსასტუმროში და 6 დღე კლინიკაში.

დიაბეტის დიაგნოზის მქონე გოგონა საავადმყოფოში მაშინ მოხვდა, როდესაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. რატომ არ მოხდა მისი, როგორც ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტის, სწრაფი ჰოსპოტალიზაცია ისე, როგორც ეს ჯანდაცვის პროტოკოლშია გაწერილი?! - ამას ახლა რეგულირების სააგენტო შეისწავლის. პასუხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პანდემიის პიკის მომენტში, როდესაც ამ დროისთვის მარტო სახლში 10 000 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროებში 6 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები