19 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ევროპის წამლის სააგენტომ კორონავირუსის ვაქცინები, შესაძლოა, 29 დეკემბერს დაამტკიცოს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა. კვლავ მზარდია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპაში, მათ შორის იტალიაში, სადაც ვირუსით 785 ადამიანი გარდაიცვალა.

თითქმის 18 ათასით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი გერმანიაში. შექმნილი ვითარების გამო ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა ზამთრის კურორტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

COVID-19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გახანგრძლივდა ლატვიაში. რთული ვითარებაა შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში.

სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, ევროპის წამლის სააგენტომ კორონავირუსის ვაქცინები, შესაძლოა, 29 დეკემბერს დაამტკიცოს. 

დღის ამბები