ქართველი პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" ალადაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.
მას ბოლო რამდენიმე წელი ბეხტერევის დაავადება ჰქონდა.
ბოლო დღეებში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა და საავადმყოფოში ჰოსპიტალურ მკურნალობას გადიოდა.
კობა დავითაშვილი საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) დეპუტატი იყო.