კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა იზრდება. ინფექცია დაუდასტურდა რუსთავის თირკმლის ცენტრის ორ თანამშრომელს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სახლში მკურნალობენ.
"ჩვენთან ამჟამად 2 ექთანია, რომელსაც აქვს დადასტურებული კოვიდი და არიან იზოლაციაში. საბედნიეროდ, ორივეს აქვს მსუბუქი ფორმა.
სამი ექთანი არის კოვიდგადატანილი, რომლებიც მუშაობენ და ეს გვეხმარება დაწესებულების შეუფერხებლად მუშაობაში," - აცხადებს რუსთავის "თირკმლის ცენტრის" დირექტორი ვახტანგ ბარბაქაძე.