"იმპერიალ კოლეჯის" რესპირატორული კვლევითი ლაბორატორიის უფროსის ტატა ქებაძის განცხადებით, ბრიტანეთის მიერ დამტკიცებულ ვაქცინას არანაირი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.
"ეს იყო ერთადერთი ვაქცინა იმ სამი ვაქცინიდან, რომელსაც აბსოლუტურად გვერდითი ჩვენებები არ ჰქონდა. ერთი დღე ისინი შეუძლოდ გრძნობდნენ თავს. ასე რომ ეს იყო ყველაზე უვნებელი, ამიტომ მოხდა მისი ჩქარა დარეგისტრირება. არ აღენიშნება არანაირი უკუჩვენება," - განაცხადა ტატა ქებაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.
ქებაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ როცა ვაქცინა ქვეყანაში შემოვა, აუცილებლად გაიკეთონ.
"ამ ვაქცინას არ აქვს არანაირი გვერდითი ჩვენებები, არ მოქმედებს ადამიანის დეენემზე. შემიძლია გარანტია მოგცეთ, სადაც არის გენური ინფორმაცია, იქ ის არ შედის. კიდევ უფრო ნაკლებად საშიშია, ვიდრე ცოცხალი და ინაქტივირებული ვაქცინები, როგორიც არის გრიპის ვაქცინა, ამიტომ მე ყველას მოგიწოდებთ, რომ გაიკეთოთ, თუ საქართველოში შემოაღწევს, მე დედას აუცილებლად ვეტყვი რომ უნდა გაიკეთოს," - აღნიშნა ტატა ქებაძემ.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა. ფარმაცევტული კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ MHRA-იმ დაამტკიცა. ქვეყანაში მომავალი კვირიდან მოსახლეობის ფართომასშტაბიან ვაქცინაცია იწყებს.