19 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდის ლოდინი - პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პენსიების ზრდა ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული და მოქალაქეები პენსიის ზრდას არჩევნებიდან არჩევნებამდე აღარ დაელოდებიან.

"მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდის ლოდინი," – განაცხადა დღეს პრემიერი-მინისტრმა. 

დღის ამბები