გასული დღე-ღამის განმავლობაში ქობულეთის სამედიცინო ცენტრში 2 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
სამედიცინო ცენტრის დირექტორის ავთანდილ მიქელაძეს ინფორმაციით, 79 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 1 დეკემბერს შეიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ დროისთვის უკვე კრიტიკულად მძიმე იყო და სამწუხაროდ რეანიმაციაში გვიან ღამით გარდაიცვალა.
"60 წლის ქალბატონს კი თანმდევი დაავადების სახით დიაბეტი ჰქონდა, სამედიცინო ცენტრში ისიც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იქნა შემოყვანილი და გადარჩენა ვერ მოხერხდა, " - აღნიშნა ავთანდილ მიქელაძემ.