19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
შემოსავლების სამსახურში დღეიდან 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად პირთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაიწყო 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება.

სარეგისტრაციო განაცხადები უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან. პირველადი განაცხადების წარდგენა 3 დეკემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით მოხდება.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისათვის უწყებას დადგენილ ვადაში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციების გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და ყოველი 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას," - განაცხადა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ.

დღის ამბები