2020 წლის ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ორდღიანი შეხვედრა დაიწყო. რიგით 27-ე მოლაპარაკება პანდემიის გამო ონლაინ- ფორმატში იმართება, შეხვედრაში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
დაგეგმილია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტივენ ბიგანის გამოსვლა.
ბიგანი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრებს. სიტყვით უკვე გამოვიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი.