საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები მთავრობას კიდევ ერთი ინიციატივით მიმართავენ. ისინი მუშაობის შესაძლებლობას 15 დეკემბრიდან, სპეციალური სქემის მიხედვით მოითხოვენ.
საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები სავაჭრო სექტორში საგადასახადო შეღავათების აუცილებლობაზეც საუბრობენ და განმარტავენ, რომ შეზღუდვების დროს საჭიროა გადასახადებისგან მათი გათავისუფლება.
"ჩვენ ვაპირებთ რომ ფასდაკლება ნაცვლად ბოლო კვირისა, სრულ ამ ორკვირიან პერიოდზე გავაკეთოთ, დამატებითი წახალისებები მივცეთ მომხმარებელს, რომ იაროს დღის პირველ ნახევარში," - განაცხადა "თბილისი ცენტრალის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა.