19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთი დიდი სიკვდილიანობა - მიტროპოლიტი იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა იაკობმა კორონავირუსის გამო გახშირებული სიკვდილიანობა არჩევნების ჩატარებას დაუკავშირა. 

ქადაგების დროს მიტროპოლიტმა ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებითაც გააკეთა აქცენტი. 

"ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთი დიდი სიკვდილიანობა. რა ხდება მერე - ნაწილი პარლამენტში შედის, ნაწილი ამბობს, რომ არ შევდივარ. მე სულ არ მაინტერესებს, ვინ შედის და ვინ არა, მე მაინტერესებს ერთი რამ - მოვედით, აგირჩიეთ და რისთვის აგირჩიეთ, ერთმანეთში რომ გააგრძელოთ უაზრო ბრძოლა? ასეთ დღეში ვართ,"-განაცხადა მიტროპოლიტმა. 

დღის ამბები