ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ საქართველოში 17 ათასამდე სწრაფი და პისიარ ტესტი გაკეთდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
გაბუნიას თქმით, გუშინ დაიწყო გაფართოებული ტესტირება ანტიგენის ტესტებით, საიდანაც 1 400 შემთხვევა დადასტურდა.
"ანტიგენით ტესტირებულთა შორის დადასტურდა 1 400 შემთხვევა. ამ ტესტირებას ექვემდებარებიან ისე პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები და ტესტი არის მაღალი ხარისხის.
"დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე, მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი. 112-ში ამ შემთხვევაში არ არის საჭირო დარეკვა, ოჯახის ექიმთან არის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, ოჯახის ექიმს პაციენტმა შეუძლია თვითონ დაურეკოს და ასევე დაელოდოს ზარს ოჯახის ექიმისგან დღის განმავლობაში აუცილებლად დაუკავშირდებიან. 112-ს ვურეკავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არის მძიმე, გართულებული," - განაცხადა გაბუნიამ.