კმაყფილია თუ არა თენგი ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის მუშაობით და იმით, თუ როგორ მართავს ის კოვიდ პანდემიას ქვეყანაში - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარძის მუშაობით კმაყოფილია. თუმცა, ინფექციონისტი აცხადებს, რომ პირადად მას და მინისტრს, კარგი პირადი ურთიერთობა არ ჰქონიათ.
თენგიზ ცერცვაძე აქვე იმ მიზეზებზეც საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტა ცოტა ხის წინ პოსტის დატოვება და რატომ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება.
"ვიცი კრიტიკული შენიშვნები, დაპირისპირებები, მაგრამ მე ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინათ, სხვა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია. კმაყოფილი, მე თუ მკითხავთ პირადად, არ ვარ, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. მე ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი. მიზეზი სხვადასხვა ფაქტორები იყო, ძირითად ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ 10 წელია შენობა არ გვაქვს და არა ადამიანურ პირობებში გვიწევს მუშაობა. კოვიდის ფლაგმანი ვიყავით, მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები გვქონდა ყველაზე უარესი.
შენობის პრობლემა 10 წელი ვერ გადაჭრა ვერავინ, ახლა პრემიერმა გადაჭრა, მთავრობა ჩაერია და მთვრობამ გადაჭრა... შემდეგ დავრწმუნდი, რომ არ შეიძლებოდა მიტოვება ამ პროცესის...
პრემიერი იყო ძალიან ეფექტური, მინიმუმ პირველი 7 თვის განმავლობაში, მან გამოავლინა კრიზის მენეჯერის საუკეთესო თვისებები და ასევე ოპერატიულად გადაწყვიტა ჩვენი შენობის ბედი,“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.