"ნუ გვწირავთ სიკვდილისთვის!" "ყოველი წამი მნიშვნელოვანია!" "სისტემა გაჭედილია!" - ამ ლოზუნგებით, სამოქალაქო აქტივისტებისა და ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის მონაწილეობით, 112-ის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილები 112-ის სისტემის გაუმართავობაზე საუბრობენ და ხელისუფლებას პრობლემის სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ, რათა ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს.