სამოქალაქო აქტივისტებმა თელავში კარავი გაშალეს. ისინი არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას აპროტესტებენ. მათი ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნები და საქართველოდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა.
სამოქალაქო აქტივისტებმა განმარტეს, რომ სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად, პროტესტის შეწყვეტას არც ღამით აპირებენ და კარავში დარჩებიან.
თელავში გამართულ ორკაციანი აქციას, "ლეიბორისტული პარტიის" კახეთის რეგიონალური ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილიც შეუერთდა.