19 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
"წინასაარჩევნო პერიოდში არავისგან არ მიმიღია ბრძანება რომ ვახტანგ მეგრელიშვილი დაბლოკილიყო ეთერში" - "გირჩის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი 

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვახტანგ მეგრელიშვილს ჰქონდა საშუალება, წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო დისკუსიებში მიეღო მონაწილება. თეკლა დალაქიშვილი ამბობს, რომ მისი დაბლოკვის დირექტივა პირადად მისთვის არავის მიუცია. 

"წინასაარჩევნო პერიოდში, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ არავისგან არ მიმიღია ბრძანება, რომ ვახტანგ მეგრელიშვილი დაიბლოკოს ეთერებიდან, საერთოდ არავისგან. არავინ არ ერეოდა ჩემს საქმიანობაში, მე პარტიას შემოვუერთდი 2019 წელს და მაშინ, ფაქტობრივად, ზურა და ვახო არ საუბრობდნენ ერთმანეთთან. მიზეზი არ ვიცი, იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე არ ვიყავი პარტიაში, უშუალო მონაწილე არ ვყოფილვარ ამ პროცესების,“  - ამბობს თეკლა დალაქიშვილი.

ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო დისკუსიებში მონაწილეობას ვერ იღებდა და იბლოკებოდა.

დღის ამბები