19 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ავარია ზუგდიდში მსხვერპლით დასრულდა - ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

დღის ამბები