19 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ქუთაისში კორონავირუსისგან სამი ჩვილი გამოჯანმრთელდა - მათგან ერთი 26 დღისაა

ქუთაისში "კლინიკა ბომონდის"  კოვიდცენტრში კორონავირუსული ინფექციისგან ჩვილები გამოჯანმრთელდნენ. კოვიდცენტრი სამმა პაციენტმა დატოვა. აქედან ორი ერთი თვის, ხოლო ერთი 26 დღის ასაკის იყო.

როგორც ცნობილია, ჩვილების დაინფიცირება დედასთან კონტაქტის შემდეგ მოხდა.

ამ დროისთვის კლინიკაში ექიმები 14 ჩვილს აკვირდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვილებიდან უფროსი - ერთი თვის, ხოლო პატარა ერთი კვირის არის. პაციენტების ნაწილი კლინიკაში სახლებიდან, ნაწილი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან გადმოიყვანეს.

დღის ამბები