დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
"სამწუხაროდ დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს," - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
კლინიკის ექიმი, სადაც სასულიერო პირი გარდაიცვალა, აცხადებს რომ მისი მდგომარეობა შესვლისთანავე მძიმე იყო და ბოლო პერიოდი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.