25 აპრილი 2024,   13:24
ვრცლად
ნოჯიხევში წუხელ გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა - "კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქალს სცემეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში წუხელ გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელები ერთ-ერთ ოჯახში ღამის 4 საათზე შეიჭრნენ, სადაც ასაკოვანი ქალი ამ ეტაპზე მარტო ცხოვრობს.

"კურიერისვე" ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქალს  სცემეს.

შს სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას 179-ე ყაჩაღობის მუხლით აწარმოებს. პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

დღის ამბები