07 სექტემბერი 2026,   13:37
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ​ ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საჩივარი არ განიხილა

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულები, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან.

სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა. ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველის, გიორგი მახარაძის გაცხადებით, გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. ადვოკატი აღნიშნავს, რომ გადაწყეტილება მიუთითებს მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზე და განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებენ. 

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, არის დაკავებული.

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები