თბილისის შემოგარენში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. კოჯორში, ტაბახმელაში, კიკეთში, წყნეთში, დიდგორსა და მუხათგვერდში "თბილსერვისის" ჯგუფმა უკვე 200 ტონამდე ტექნიკური მარილი დაყარეს.
ამ ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.