19 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია

ჯერ კიდევ უცნობია მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი. რეგლამენტის მიხედვით ის უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს. ახალი მოწვევის პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტი გახსნის. სხდომას ასევე დაესწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე.

"ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის წევრებიც იქნებიან წარმოდგენილები. 

"საგანგებო მსჯელობა დაიწყება ბიუჯეტთან დაკავშირებით და მოღალატეობრივ პოზიციად მიმაჩნია ნებისმიერი საბოტაჟი ამ პროცესისა, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს სტატეგია ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში და მას უნდა მივუსადაგოთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. უამრავი გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ეკონომიკის გადარჩენას,"- აცხადებს გია ვოლსკი. 

პირველსავე სხდომაზე დეპუტატები ფარული კენჭისყრით პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ.

დღის ამბები