სახალხო დამცველმა და ევროპის საბჭომ ერთობლივი ონლაინ კონფერენცია გამართეს, სადაც ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს.
ონლაინ კონფერენციის მიზანია ქალთა ძალადობის კუთხით ცნობიერების ამაღლება. კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, საქართველოში სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია და მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ მცირე რაოდენობის შემთხვევებში ხდება.
საკვლევი 2 წლიანი პერიოდის განმავლობაში (2017 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე), სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციაში 361 შეტყობინება შევიდა, საიდანაც გამოძიება 251 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 26 განაჩენი დადგა.
აქედან სექსუალური ძალადობის ჩადენისათვის დამნაშავედ 20 პირი ცნეს, 6 კი სექსუალური ძალადობის ნაწილში გამართლდა.
არც ერთ საქმეში, მართლმსაჯულების სისტემამ არ აღიარა სექსუალური ძალადობა, როგორც ქალთა დისკრიმინაციის ფორმა.