დროულად გაიხსნას წიგნის მაღაზიები და პანდემიის პერიოდში საგამომცემლო სექტორი გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისაგან - ამ მოთხოვნებით
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მთავრობას მიმართა.
ღია წერილშია აღნიშნულია, რომ ასოციაცია მთავრობისგან ითხოვს, უმოკლეს დროში მოხდეს წიგნის მაღაზიების, გამომცემლობებისა და გამავრცელებელი ორგანიზაციების, როგორც რეგულაციური, ასევე ფინანსური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა.
"მწვავე სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი და დროული ღონისძიებების გატარება წიგნის სექტორის დასახმარებლად." - ნათქვამია მიმართვაში.