19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

კლინიკური სასტუმროები ჟანგბადის კონცენტრატორებით მომარაგდა. ამის შესახებ პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა. 

ვაძლიერებთ სასტუმროების თემას, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ ეს არის კლინიკური სასტუმროები, სადაც ხდება მიწოდება, როგორც თერაპიული სერვისის, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებია მიტანილი - აღნიშნა დავით გადელიამ, პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟანგბადის მიწოდებისა და ადგილების საკითხს.

"როგორც ყოველთვის, ესეც იყო ყოველკვირეული, ტრადიციული შეხვედრა, სადაც პრემიერ-მინისტრთან განვიხილავთ ჩვენს გამოწვევებს, მათ შორის ჟანგბადის მიწოდების, ადგილების საკითხებს, რაც ძალიან აქტუალურია ყველასთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო ვაძლიერებთ სასტუმროების თემას, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ ეს არის კლინიკური სასტუმროები, სადაც ხდება მიწოდება, როგორც თერაპიული სერვისის, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებია მიტანილი," - აღნიშნა დავით გადელიამ.

დღის ამბები