04 სექტემბერი 2026,   11:21
ვრცლად
ქუთაისში კორონავირუსით 56 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 56 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 79 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა 4.

"კლინიკაში გვყავს 79 პაციენტი, მძიმეა 4. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა კრიტიკულად მძიმე პაციენტი. 56 წლის მამაკაცს კოვიდის გარდა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,"- განაცხადა მაღლაფერიძემ.

დღის ამბები