ვითხოვთ შრომის უფლებას - ამ მოთხოვნით მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა პარლამენტთან "ონლაინ" აქცია გამართა.
ანა დოლიძემ სახალხო მაჟორიტარობის ფარგლებში საქართველოში პირველი ონლაინ აქცია მოაწყო და იმ მოქალაქეების, მცირე და საშუალო ბიზნესების პრობლემებს გამოეხმაურა, რომლებიც ხელისუფლების მიერ მიღებული შეზღუდვების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. "ონლაინ" აქციაში 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
"ყველანაირ საშუალებას ვიყენებთ, რომ ხელისუფლებას გავაგონოთ ხალხის ხმა. რეალური მიტინგი იქნება, თუ ვირტუალური აქცია, მოცული იქნება ის მცირე, საშუალო და ინდივიდუალური ფენა, რომელსაც ყველაზე მეტად დაარტყა დაწესებულმა შეზღუდვებმა,"- აცხადებს მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე.