19 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ერთი პარტიის მიერ დომინირებული პარლამენტი ყველასთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება - ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. ომბუდსმენმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკების გზებს იპოვიან და პოლიტიკურ პარტიები კონსტრუქციულები იქნებიან.

"ჩემი, როგორც სახალხო დამცველის დიდი სურვილია, ეს მოლაპარაკებები დასრულდეს ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან კონსესუსური გადაწყვეტილებით. თუ ჩვენ გვეყოლება ერთი პარტიის მიერ დომინირებული პარლამენტი, ეს იქნება ყველასთვის, მათ შორის, მმართველი პარტიისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ადამიანების უფლებების დაცვისთვის, ძალიან ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი.

ჩემი მოწოდება იქნებოდა მმართველი პარტიისთვის, რომ იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები. მსგავსი ტიპის განცხადებები აზიანებს მოლაპარაკების პროცესს,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები