19 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერით 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინა - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერით 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინა. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო კი პაციენტებს მოწყობილობას უსასყიდლოდ გადასცემს. დღეს საკითხზე ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კარდიო დეფიბლირატორები კლინიკებში გადანაწილდება, სადაც სერვისით პაციენტები ისარგებლებენ. იგეგმება პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიის გაფართოებაც.

"არის შეძენილი როგორც ერთკამერიანი, ასევე ორ კამერიანი და სამ კამერიანი დეფიბრილატორები. მოხდება ცენტრალიზებულად გადანაწილება კლინიკებში, სადაც ამ სერვისის მიღება შეეძლებათ ჩვენს პაციენტებს. მნიშვნელოვანი ფაქტი არის ისიც, რომ მომსახურების ღირებულება დადგინდება 3 ათასიდან 3.5 ათას ლარამდე, რაც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ ამ მოცულობის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა, ანუ დამატებით ჯიბიდან გადასახადი ჰქონდეთ 3 ათასიდან ან 3.5 ათასიდან 10%. ხოლო წინა პერიოდში მათ უწევდათ 17 ათასიდან და 19 ათასიდან გადაეხადათ ეს 10% კლინიკისთვის,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები