19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩი უარს იტყვის მანდატებზე - "გირჩი" განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური პარტია "გირჩი" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ორი მიზეზის გამო ვერ შედგა.

"დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა.

ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და დღეს იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი - 113 ადამიანი.

ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

გირჩი უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს - ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას, და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები