ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 187 006-ს შეადგენს. ამასთან, გამოჯანმრთელდა 3 780 პაციენტი და მათი საერთო მონაცემი154 241 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 017, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 881, კოვიდსასტუმროში - 3 400 ადამიანი.