ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰარნო მოსახლეობას აფრთხილებს. მისი თქმით, დღესასწაული შეიძლება, ძალიან სწრაფად გადაიზარდოს გლოვაში, თუ COVID19-ის საწინააღმდეგო სწორი ზომები არ იქნება მიღებული.
ტედროს ადჰარნო მოუწოდებს ქვეყნებს ჯანმრთელობას შეხედონ, როგორც სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი და არა როგორც ფუფუნება.
"სადღესასწაულო პერიოდი დასვენების და დღესასწაულის დროა - მაგრამ ჩვენ დაცვის კუთხით ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. დღესასწაული შეიძლება, ძალიან სწრაფად გადაიზარდოს გლოვაში, თუ ჩვენ არ მივიღებთ COVID19-ის საწინააღმდეგო სწორ ზომებს." - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი,.
მძიმე პანდემიური ვითარების გამო, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა დაჩქარებული ტემპით გასცა.
კომპანია Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველია, რომლის გამოყენებაც აშშ-ში დაუშვეს. ვაქცინაციის პროცესი აშშ-ში უახლოეს 24 საათში დაიწყება. პირველ ეტაპზე იმუნიზაციის პროგრამაში სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულთა სახლებში მყოფი პირები მიიღებენ. ბოლო მონაცემებით, კი მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 70 მილიონს გადააჭარბა.