ავლაბარში, საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივების განცხადებით, სახლი ავარიული იყო და მოსახლეობამ მის შესაკეთებლად გამგეობას არაერთხელ მიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა გამგეობას კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ გამაგრებითი სამუშაოები სახლის დანარჩენ ნაწილზე მაინც ჩატარდეს.
ისნის გამგეობაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე ჩამონგრეულ ნარჩენს გაიტანენ, შემდეგ კი შენობის იმ ნაწილის დემონტაჟს განახორციელებენ, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. გამგეობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან.