ISFED-ის ხელმძღვანელი, ორგანიზაციის მიერ არჩევნების პარალელური დათვლის საბოლოო შედეგების შესახებ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ საუბრობს. ელენე ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების შემდეგ "კურიერთან" დამატებითი განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო პარალელური დათვლის საბოლოო მონაცემები, თუმცა, ეს არის რეალობა.
"ჩემთვის იყო ძალიან შოკისმომგვრელი ინფორმაცია, რადგან არანარიად არ ველოდებოდით, რომ პროგრამაში რაღაც ხარვეზი დაფიქსირდებოდა. მესმის, რომ ეს, რომ გამოვაქვეყნეთ, რაღაც იმედგაცრუებას გამოიწვევდა, შოკსაც გამოიწვევდა, გაოგნებასაც გამოიწვევდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. უბრალოდ ჩვენი სტანდარტი არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არაფერს არ ვმალავთ.
ცესკოს არ ვიცი ვინ გვადარებს, მაგრამ ჩვენს და ცესკოს შორის განსხვავება ესაა სწორედ, რომ როცა ცესკოს ვუთხარი, რომ გადათვალეთ და გვითხარით, რომ 8% უბნებზე რა იყო მიზეზი, გაყალბება იყო თუ ტექნიკური ხარვეზი, ეს არ გააკეთეს და ჩვენ ამ შემთხვევაში ამით განვსხვავდებით, რომ ჩვენ ვნახეთ რა იყო პრობლემა და ვიცოდით, რო მძიმე შედეგი იქნებოდა ამის გამოქვეყნება, მაგრამ მაინც გამოვაქვეყნეთ, იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს," - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ გუშინ, ISFED-ის (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) მიერ, არჩევნების პარალელური დათვლის საბოლოო შედეგების შესახებ გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, ორგანიზაციის მიმართ ოპოზიციის გარკვეული ლიდერების მხრიდან ბრალდებები არ წყდება. პოლიტიკოსთა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს.