უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 628 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 6 821 PCR ტესტით.
ოპერატიული შტაბის ცნობით, საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 240 თბილისში, 219 - აჭარაში, 362 კი იმერეთში გამოვლინდა.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 010 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 314, აჭარაში -156, ხოლო იმერეთში - 17.
სულ, 6 ოქტომბრიდან - 12 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 20 327 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 769 პირი, აჭარაში - 9 190, იმერეთში - 6 167.