საქართველოს ტელევიზიის წამყვანი, დონარა კინწურაშვილი 82 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
დონარა კინწურაშვილი არაერთი გადაცემის, მათ შორის საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" წამყვანი იყო.
ამასთან, დონარა კინწურაშვილს წლების განმავლობაში ბავშვების საყვარელი გადაცემა "ცეროდენას ეკრანი" მიყავდა.
დონარა კინწურაშვილი ტელევიზიაში 1963 წლიდან 45 წლის განმავლობაში მუშაობდა.