ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა. 63 წლის ქირურგი, ნუგზარ სამხარაძე კლინიკა "რუსთავში" მუშაობდა.
მედიკოსს ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა, ის კლინიკაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და კოლეგებმა ექიმის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.