გაგი მოსიაშვილი მსჯავრდებულებისთვის შეღავათებს ითხოვს. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს და კოლეგებსა და სახალხო დამცველს მოუწოდებს ინიციატივას შეუერთდნენ.
მოსიაშვილი აცხადებს, რომ პანდემიის გამო მსჯავრდებულები პაემნით ვეღარ სარგებლობენ, რაც ფსიქო-ემოციური კუთხით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მძიმედ აისახება, განსაკუთრებით ქალი მსჯავრდებულების, დედების შემთხვევაში.
ადვოკატი თვლის, რომ უნდა შემცირდეს მუდმივმოქმედი კომისიისთვის სასჯელის შემსუბუქების თხოვნით მიმართვის ვადა.